ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2025-05-05 20:41:11

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთაცს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.