ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2025-05-05 16:08:07

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა დაჭრეს.

დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი.

ადგილობრივების ცნობით, დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა დაზიანება.

დაჭრილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.