თბილისში, სადგურის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს სამი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა შუა ხნის მამაკაცს ყელის არეში დაზიანება მიაყენა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.