ავარიას 25 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

2025-05-03 12:57:01

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.