ოჯახი 15 წლის ბიჭს ეძებს

2025-05-02 23:01:29

სურამში ოჯახი და პოლიცია 15 წლის ბიჭს ეძებს.

"სურამის მეორე სკოლაში მივიდა, დატოვა ჩანთა და გავიდა. შუადღის 2 საათის შემდეგ ვეძებთ. აცვია შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა თეთრი ზოლით. ახურავს ნაცრისფერი კეპი.

არის 15 წლის", - წერენ სოციალურ ქსელში.

ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დარეკეთ ნომრებზე 599106802 ან 599802711.