როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში

2025-05-02 18:13:10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რუსთავში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

3 მაისი 24 გრადუსი, 4 მაისი 19 გრადუსი, 5 მაისი 24 გრადუსი, 6 მაისი 19 გრადუსი