ქურდობის ფაქტი რუსთავში

2025-04-26 17:53:46

ქურდობის ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა კაცმა 300 ლარის ღირებულების პროდუქტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

25 წლის კაცი, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შევიდა და მაღაზიიდან პროდუქტი, მომუშავე პერსონალისგან მალულად გაიტანა.

ბრალდებულის ამოცნობა, ვიდეოკამერების საშუალებით მოხდა.

საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.