კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!