რუსთავის N4 და N26 საჯარო სკოლებიდან ბომბის შესახებ შესული ცრუ შეტყობინებების გამო მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ოფიციალურად დაუდასტურეს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც.
"შეტყობინებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა შესაბამისი დაუყოვნებლივი რეაგირება და ჩატარდა ყველა სპეციალური ღონისძიება", - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, შეტყობინებები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ ფოსტებზე საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს შევიდა.