2026-09-14 00:24:37
ავარია რუსთავი-გარდაბნის გზაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სოფელ ბოტანიკოსთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ერთერთი ინერციით განათების ბოძს შეასკდა, ხოლო მეორე ავტომობილი გადატრიალდა.
ავარიის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.