ავარიის დროს, რომელსაც 2 გოგო ემსხვერპლა, კიდევ 3 ადამიანი დაშავდა

2026-09-14 12:07:03

მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.