ხანძარი თბილისში, ძველი ფოსტის შენობაში

2025-04-24 13:50:33

თბილისში, ძველი ფოსტის შენობაში ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გამწოვში გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშობდა რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი.