ფრენბურთის გუნდი „ოლიმპი რუსთავის” მოთამაშე ლიზი აფხაზავა საქართველოს გოგონათა 16 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს.
რაიფ ისმაილოვის გაწვრთნილი ფრენბურთელი, ლიზი აფხაზავა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობა.
თამაშები 24-27 აპრილს ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები D ქვეჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები უკრაინა, ბულგარეთი და ლიეტუვა იქნება.