ბათუმის აეროპორტში 2 რეისის თვითმფრინავი დაჯდომას ვერ ახერხებს.
აეროპორტში ვერ ჯდება თელავივი-ბათუმისა და მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავი თვითმფრინავები.
როგორც ბათუმის აეროპორტში აცხადებენ, მიზეზი ცუდი ხილვადობაა.
აპლიკაცია flightradar24-ზე აღბეჭდილი მონაცემებით, ამ ეტაპზე ორივე თვითმფრინავი ბათუმიც ცაზე დაფრინავს.
თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი შესაძლოა ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდეს, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.