ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი

2025-04-20 12:45:30

]ბათუმში, თამარის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

ადგილობირივი მედიის "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.