ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში

2025-04-12 19:32:00

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა. რა გახდა გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ხანძრის გაჩენის მომენტში ბინაში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც იქიდან მაშველება გამოიყვანეს.

კაცს ხანძრის შედეგად დაზიანება არ მიუღია, აღენიშნებოდა ემოციური ფონი, რის გამოც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.