"სადარბაზოში წყალი ჩამოგვდის, გვიშველეთ რამე"

2025-04-12 13:20:10

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის N13 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. როგორც მოქალაქეები სოციალური ქსელის ერთ-ერთ ღია ჯგუფში წერენ, წვიმის დროს კორპუსში წყალი ჩადის.

"მესამე სადარბაზოში წყალი ჩამოგვდის, სულ ნესტია, გვიშველეთ რამე", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ფაქტის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "ინფო რუსთავი" რუსთავის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტში განცხადება ჯერ-ჯერობით შესული არ არის.

"მე-19 მიკრირაიონის #13 კორპუსს, აღნიშნული პრობლემის შესახებ, მუნიციპალიტეტში, განცხადება არ შემოუტანია. მომართვის შემთხვევაში, "რუსთავის კორპუსის" პროგრამების ფარგლებში, მოხდება საკითხის განხილვა და დახმარება", - აცხადებენ მერიაში.