რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 33 წლის ქალი დააკავეს. [ვიდეო/video]
ცენტრალურ გზაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინრეობდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს.
თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს გააჩერა.
სავარაუდოდ, პოლიციამ ეჭვის მიტანის საფუძველზე, ავტომობილში ჩხრეკა ჩაატარა და ქალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
დაკავებული ფონიჭალის მკვიდრია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.