რუსთავში ბოლო 31 წლის განმავლობაში გასულ წელს ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა

2025-03-31 15:11:15

1994 წლის შემდეგ 2024 წელს რუსთავში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წელს დაბადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსთავში შობადობის მაჩვენებელმა იკლო.

რუსთავში 2024 წელს 1022 ბავშვი დაიბადა.

შობადობის კლება რუსთავში 2014 წლიდან შეიმჩნევა და ყოველ წელს უფრო და უფრო იკლებს. რა არის მიზეზი საქსტატი ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთ მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ორსულები მშობიარობას დედაქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ამჯობინებენ.

შობადობის მაჩვენებელი ბოლო 31 წლის განმავლობაში:

1994 წელს - 1648 ბავშვი დაიბადა

1995 წელს - 1866 ბავშვი დაიბადა

1996 წელს - 1869 ბავშვი დაიბადა

1997 წელს - 1893 ბავშვი დაიბადა

1998 წელს - 1847 ბავშვი დაიბადა

1999 წელს - 1780 ბავშვი დაიბადა

2000 წელს - 1733 ბავშვი დაიბადა

2001 წელს - 1704 ბავშვი დაიბადა

2002 წელს - 1907 ბავშვი დაიბადა

2003 წელს - 2005 ბავშვი დაიბადა

2004 წელს - 1783 ბავშვი დაიბადა

2005 წელს - 2265 ბავშვი დაიბადა

2006 წელს - 2120 ბავშვი დაიბადა

2007 წელს - 2116 ბავშვი დაიბადა

2008 წელს - 2417 ბავშვი დაიბადა

2009 წელს - 2690 ბავშვი დაიბადა

2010 წელს - 1896 ბავშვი დაიბადა

2011 წელს - 1882 ბავშვი დაიბადა

2012 წელს - 1687 ბავშვი დაიბადა

2013 წელს - 1740 ბავშვი დაიბადა

2014 წელს - 2147 ბავშვი დაიბადა

2015 წელს - 2026 ბავშვი დაიბადა

2016 წელს - 1940 ბავშვი დაიბადა

2017 წელს - 1948 ბავშვი დაიბადა

2018 წელს - 1845 ბავშვი დაიბადა

2019 წელს - 1575 ბავშვი დაიბადა

2020 წელს - 1482 ბავშვი დაიბადა

2021 წელს - 1390 ბავშვი დაიბადა

2022 წელს - 1301 ბავშვი დაიბადა

2023 წელს - 1099 ბავშვი დაიბადა

2024 წელს - 1022 ბავშვი დაიბადა

2023 წელთან შედარებით გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევები.

2023 წელს რუსთავში 1105 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2024 წელს 1166. გასულ წელს ბუნებრივი მატება -144 იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები