რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2025-03-31 18:09:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 აპრილს 14:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს რუსთავში მეგობრობის I, II და III გასასვლებებში, ლეონიძის ქუჩაზე, მე-14 მიკრორაიონში.  

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.