რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თბილისის ქუჩაზე "ფორდისა" და "ჯიპის" მარკის ავტომობილები ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორივე თხრილში ჩავარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციი ეკიპაჟი.