ბათუმში, ანგისის დასახლებაში მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს მოხდა.
ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
თვითმხილველთა თქმით, ხანძრის შემდეგ ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.