გერმანიაში სამართალდამცავებმა 46 წლის ქართველ კაცი დააკავეს
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, შუა ხნის კაცმა ტრამვაიში ცოლს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლის ჩაქრობა ტრამვაის მძღოლმა და მგზავრებმა შეძლეს, ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
თვითმხილველების ცნობით, მას შემდეგ, რაც შუახნის კაცმა თანმხლებ ქალს ცეცხლი წაუკიდა, მგზავრებმა ტრამვაი ავარიული ღილაკის გამოყენებით გააჩერეს, კაცმა დრო იხელთა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მას ათობით პოლიციელი მთელი დღის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის ვერტმფრენისა და მეძებარი ძაღლების დახმარებით. მსხვერპლისა და ეჭვმიტანილის ტანსაცმელი პოლიციამ მათი ბინის ჩხრეკისას ამოიღო - ეს ტანსაცმელი პოლიციამ ძაღლების დასაგეშად გამოიყენა.
საბოლოოდ, 17 მარტის დილას კაცი თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული