გასულ თვეში, აპრილში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 302 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 298 პაციენტის აცრა მოხდა.
95 აცრილი15 წლამდე პაციენტია.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 265 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.
ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 211 ძაღლზე მოდის, 56 კატაზე.
ასევე დაფიქსირდა ზღარბის, ცხვრის, ზღვის გოჭისა და ღამურას მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.