რუსთავში, პურის საცხობში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა

2025-05-08 17:24:55

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აპრილის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ჯამში, ქალაქში ინსპექტირება 27 ობიექტში ჩატარდა.

დაჯარიმებული ობიექტი პურის საცხობია, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. საცხობში საწარმოო პროცესი დროებით, რეკომენდაციების შესრულებამდე შეჩერდა.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 76 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 22-დან, 17 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 42, დააჯარიმეს 16.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი დაჯარიმებული ობიექტების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები