რუსთავში, კოსტავას გამზირზე, საპატრულო პოლიცია სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმრების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გზაზე მოძრავ მერსედესის მარკის მსუბუქ ავტომობილს ძრავში ცეცხლი გაუჩნდა და სატრანსპორტო საშუალებაში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
მაშველებმა საპრევენციო სამუშაოები ადგილზე დროულად განახორციელეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.