სენაკში რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანა, ორმა კი თვიდინებით, სხვა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.