თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა ცოლს შვილის თვალწინ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მამაკაცს, ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.