"1000 ლარით საკურორტო მომსახურების დაფინანსება"

2025-01-30 13:08:32

რუსთავის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურების პროგრამის განხორციელებას ცვლილებით აგრძელებს.

კერძოდ, საკურორტო მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხა 1000 ლარამდე გაიზარდა პროგრამით მოსარგებლე ყველა ბენეფიციარისთვის.

მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ:

"პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს საქართველოს კურორტებზე მომსახურების (არანაკლებ 6 დღისა) ხარჯების დაფინანსებას 1000 ლარის ოდენობით".

აღნიშნული ცვლილებები ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა.