რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია.
კლინიკა რუსთავის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, ლალი ღირსიაშვილის თქმით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"სტაბილურად არიან. 2 პაციენტი პოსტოპერაციულად რეანიმაციაშია. ორივესთან ოეპრაციული ჩარევა იყო საჭირო, ღამის საათებში გაუკეთდათ, ჯერ აპარატულ სუნთქვაზე არიან, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მათ არ აღენიშნებათ. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს", - აღნიშნა ექიმმა.
დაშავებულები 25 წლამდე ახალგაზრდები არიან.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 იანვარს, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.