2024 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული წელი იყო.
ისტორიაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
ისტორიული მიღწევების წელი იმით დაიწყო, რომ რუსთაველმა ილია თოფურიამ 17 თებერვალს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხადა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
26 მარტს კი ეროვნულმა ნაკრებმა დინამოს სტადიონზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.
საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩში სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო თამაში რუსთაველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა და გახდა ერთ-ერთი შემოქმედი ამ ისტორიული გამარჯვებისა.
გამარჯვებების სერია 19 მაისს გააგრძელა რუსთაველმა ჯუდოკამ გიორგი სარდალაშვილმა.
აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სარდალაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და 20 წლის ასაკში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
წარმატებების სერია გაგრძელდა ივნისში ევროპის ჩემპიონატზეც, სადაც ყველა მატჩი, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ჩაატარა დასამახსოვრებელი იყო, თუმცა ბოლო ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიასთან გამართული თამაში, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში ოთარ კიტეიშვილმა და ამ მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო. მოგებულმა თამაშმა მერვედ ფინალში გაგვიყვანა და ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა.
ივლისში დაიწყო პარიზის ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მონაწილეობის ლიცენზია ორ რუსთაველ სპორტსმენს, გიორგი სარდალაშვილსა და ლაშა გურულს ჰქონდა. სამწუხაროდ პირველი ოლიმპიადა გიორგი სარდალაშვილისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ქართულ კრივში 24 წლიანი პაუზის შემდეგ ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
26 ოქტომბერს აბუ დაბიში UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარიც შეინარჩუნა
ისტორიული წელი იყო საქართველოს ფეხბურთის 21 წლამდელთა ნაკრებისთვისაც.
ნაკრებმა ისტორიაში პირველად თავად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ხორვატიის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც გადამწყვეტი იყო, 56 წუთზე შეცვლაზე შევიდა რუსთაველი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა.
სიგუა ასევე გამოძახებული იყო ევრო 2024-ზეც, თუმცა მას სათამაშო დრო არ მისცემია.
ბექა შაინიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა
რუსთაველმა მოკრივემ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
3 რუსთაველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა, 1 კი ვიცე-ჩემპიონი
რუსთაველი სპორტსმენი ელსუნ ალიევი Arnol classic-ის ევროპის ჩემპიონია.
რუსთაველი ძალოსანი მალხაზ გაბისკირია მსოფლიო აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მსოფლიო აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
რუსთაველი ძალოსანი აკაკი ციცქიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რუსთაველმა სპორტსმენმა ამიკო სვიმონიშვილმა UWW ჭიდაობა გრემპლინგში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა