რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ორი საფეხბურთო მოედანი აშენდება

2025-01-06 18:20:10

რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ორი საფეხბურთო მოედანი აშენდება.

კომპანიის შესარჩევად, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად პროექტს მოამზადებს და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შეასრულებს მუნიციპალურიმა განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად, მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად და შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკის მისაწოდებლად მგფ-მა 5 000 000 ლარი გამოყო.

ტენდერზე თან დართული არაა, რა მისამართზე მოხდება ტექნიკური ბაზისა და ორი სპორტული მოედნის აშენება, თუმცა თუმცა ოქტომბერში "ინფო რუსთავს" რუსთაველმა პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განუცხადა, რომ მთავრობასთან მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ტექნიკური ბაზის აშენება 21-ე მიკრორაიონში მოხდებოდა.