3 რუსთაველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა, 1 კი ვიცე-ჩემპიონი

2024-08-08 19:46:09

კლასიკურ წოლჭიმში 3 რუსთაველი ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთი კი ვიცე-ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონატი სტამბულში 6-8 აგვისტოს გაიმართა და მასში მონაწილეობა ევროპის ყველა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომაც.

რუსთავიდან ევროპის ჩემპიონატში ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა, საიდანაც სამმა ოქროს მედალი, ერთმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1. ჯაბა სეფიაშვილი 59კგ ჯუნიორებში - ოქრო

2. ალეკო სიდანოვი 66კგ ჯუნიორები - ოქრო

3. ზუკა ღვინიანიძე 59კგ სუბჯუნიორები - ვერცხლი

4. გიორგი გელაშვილი 53კგ სუბჯუნიორი - ოქრო

ჯაბა სეფიაშვილმა ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად ევროპის 2 რეკორდი დაამყარა.

გიორგი გელაშვილმა 120 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ევროპის ჩემპიონატზე ასევე მონაწილეობა მიიღო მარიამ ბეგლარაშვილმა, რომელიც პირველი რუსთაველი ქალი სამჭიდელია მაღალი დონის ტურნირზე. მარიამმა ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები