ევროპის ჩემპიონობა და ბრინჯაოს მედლები [photo]

2024-04-09 18:06:53

სერბეთში, საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე, რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. 

ბელგრადში ჩატარებულ ჩემპიონატზე 18-წლამდელებში საქართველოს ნაკრების რუსთაველმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საერთაშორისო ტურნირზე ოთარ ბერიძემ 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში და თეიმურაზ პაშალიშვილმა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ზრდასრულებში შერეული ორთაბრძოლების საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რუსთაველი შალვა მამაცაშვილი იყო.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების მებრძოლმა, ბექა შაინიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. ფინალურ ბრძოლაში მან იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე ლევან მურღვლიანმა და მირზა გაჯიევმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები