რუსთავში მშენებლობაზე კაცი გარდაიცვალა

2024-10-22 23:53:55

რუსთავში მშენებლობაზე კაცი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, VIII მიკრო რაიონში, 40 წლამდე კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზიანდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ გარკვეული სამუშაოების შესრულებისთვის კომპანია დაიქირავა. ახალგაზრდა კაცი რომელიც უბედური შემთხვევას ემსხვერპლა ქვეკონტრაქტორ კომპანიაში მუშაობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.