ბარსელონაში ქართველი კაცი დაიღუპა

2024-10-22 13:57:29

ბარსელონაში ქართველი კაცი დაიღუპა.

 

ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით 50 წლამდე ქართველი ერთ-ერთ სახლში ქურდობის მიზნით შეიპარა.

სახლის მეპატრონემ სახლში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერებით შეამჩნია, რომ უცხო მის სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, აცნობა სამართალდამცავებს და თავადაც შინ დაბრუნდა.

ქართველმა გაქცევა აივნიდან სცადა და მე-4 სართულიდან გადახტა.

კაცი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები