რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-10-22 20:02:03

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს:

00:45-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის  მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, 1 მაისის, მშენებელთა, წერეთლის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;  

00:45 დან 01:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ქალაქის საავადმყოფოს, მარი არხის დასახლებას, ახალ კორპუსებს პარკთან, ბავშვთა და ფსიქიატრულ საავადმყოფოს, ვახტან გორგასლის ეკლესიას ქალაქის საავადმყოფოსთან და მიმდებარე ტერიტორიას.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.