რუსთავში 10 სალონი შემოწმდა

2024-07-03 17:26:26

მაისის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა პირველადი შემოწმება 10 სალონში ჩაატარა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

ლალი დეკანოსიძის განცხადებით, სალონებს მიეცათ დრო არსებული შენიშვნების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც 2 სალონი ხელმეორედ გადამოწმდა და სალონებს გამოსწორებული ჯქონდათ მდგომარეობა.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.