რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-07-05 19:10:06

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისს  11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ბათუმის, რუსთაველის, მეტალურგების, ქაშაკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ჭავჭავაძის ქუჩაზე #6, ბათუმის ქუჩაზე #17, კოსტავას ქუჩაზე #20 კორპუსებს და რუსთავის მერიას;

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.