რუსთაველი MMA მებრძოლების წარმატებული ასპარეზობა

2024-07-05 18:58:48

რუსთაველმა MMA-ის მებრძოლებმა სარეიტინგო ორთაბრძოლებში წარმატებით იასპარეზეს.

საქართველოს თავისუფალი და შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის მიერ ჩატარებულ ორთაბრძოლებში, რომელიც თბილისში გაიმართა, მონაწილეობა შალვა მამაცაშვილის გაწვრთნილმა ორმა რუსთაველმა სპორტსმენმა ნიკოლოზ ზირაქაძემ და კობა ჭუმბურიძემ მიიღეს მონაწილეობა.

61 კგ კატეგორიაში მოასპარეზე კობა ჭუმბურიძემ მეტოქე სამ რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა, 66 კგ-ში მოასპარეზე ნიკოლოზ ზირაქაძემ კი პირველივე რაუნდის პირველივე წუთზე.