რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 ობიექტი დააჯარიმა

2024-07-03 15:37:51

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისის თვეში რუსთავში 4 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო სანქცია სასურსათო მაღაზიებს დაეკისრა. მირანგულას განმარტებით, 2 ობიექტის დაჯარიმების მიზეზი მომხმარებლისთვის ინფორმაციით მიწოდების დარღვევა გახდა, ერთი ობიექტი მითითების შეუსრულებლობისთვის, ერთიცს კი მიკვლევადობისთვის.

საჯარიმო თანხები 200-დან 1000 ლარამდეა.

საერთო ჯამში, რუსთავში ინსპექტირება 57 ობიექტში ჩატარდა,  ქვემო ქართლის მასშტაბით კი 200-ში. რეგიონში ჯარიმა 8 ობიექტს დაეკისრა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი მაღაზიების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.