სატვირთო ავტომობილი დაიწვა

2024-07-06 13:33:00

გორში, სადგურის დასახლებაში სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ცნობილია, რომ მანქანა პროდუქციით იყო დატვირთული, რომელიც სრულად განადგურდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც, ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ფოტო: მთავარი არხი