რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-07-02 19:20:45

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-12 მიკრორაიონის #5, #6, #7, #8 და #9 კორპუსებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, თბილისის, მაჩაბელის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე არსებულ კორპუსებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.