დაღუპული პილოტის ვინაობა ცნობილია

2024-07-02 14:57:18

თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის კუთ­ვნილ­მა ერთ-ერ­თმა საფ­რენ­მა აპა­რატ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. და­ღუ­პუ­ლია პი­ლო­ტი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ივ­ლისს, ერთ-ერთი გეგ­მუ­რი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის დროს, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პო­ნენ­ტი, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის კუთ­ვნილ­მა ერთ-ერ­თმა საფ­რენ­მა აპა­რატ­მა გა­ნი­ცა­და კა­ტას­ტრო­ფა.

სუ-25 კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო სარ­დლო­ბის პი­ლო­ტი, კა­ხა­ბერ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, თავ­დაც­ვის უწყე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აწარ­მო­ე­ბენ დე­ტა­ლურ გა­მოკ­ვლე­ვას. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გამო და უსამ­ძიმ­რებს და­ღუ­პუ­ლი პი­ლო­ტის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.