მოხალისეობრივი პროექტები ლიეტუვის დედაქალაქში

2024-06-29 18:27:54

მოხალისეობრივი პროექტები ამჯერად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ხორციელდება. 5 სხვადასხვა პროექტიდან სასურველის არჩევაა შესაძლებელი.

პროექტები 2024 წლის აგვისტოში/სექტემბერში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

განაცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ ინგლისურენოვანი CV და სამოტივაციო წერილი მეილზე : georgianyouth@gmail.com

მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.