საცობი რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე [photo]

2024-07-01 14:24:19

რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო საცობია.

ქალაქის შემოსასვლელში ავტობანზე, შარტავას გამზირზე  და მე-12 მიკრორაიონში ავტომობილები შეფერხებით გაადადგილდებიან.

მიზეზი კომპანია "სოკარის" აქციაა, რომლის მიხედვითახ 14:00  საათიდან 90 წუთის განმავლობაში მძღოლები საწვავს 2 ლარად ჩაასხავენ.

აღნიშნულის გამო ქალაქში არსებულ "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ასობით ავტომობილის რიგია.