ახალგაზრდა კაცს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა

2024-07-01 12:51:57

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში კაცი ცემეს.

მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.