რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

2024-07-01 12:43:53

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

მედიკოსებმა დაშავებული პაციენტი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულები გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, პაციენტს სამედიცინო კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები