რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [photo]

2024-06-29 14:59:23

რუსთავში, შევჩენკოს ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელ კორპუსთან იყო გაჩერებული, რა დროსაც, სავარაუდოდ, ცეცხლი ძრავში გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა დროულად შეძლეს.