ძლიერი ხანძარი თურქეთში

2024-06-21 17:08:32

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის მძვინვარებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.